ფინანსები
20/09/2022

სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $20 მლნ-დან $13.6 მლნ გაიყიდა

ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურების ფონზე, ბაზარს დოლარი მიაწოდა.

სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა როგორც ჩანს დოლარზე მაღალი მოთხოვნა არ არის. ბაზარმა მხოლოდ 13,6 მლნ დოლარი აითვისა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8445 შეადგინა.

Businesspartner