ფინანსები
01/04/2021

სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-დან მხოლოდ $27.5 მლნ გაიყიდა

ექსპერტების მოლოდინი მართლდება, ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე აქტიურობას აგრძელებს.

თუმცა ეროვნულმა ბანკის სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან მხოლოდ 27.5 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401 შეადგინა.

ამ აუქციონის ჩათვლით, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $187.5 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.