ფინანსები
22/04/2021
სავალუტო აუქციონზე $30 მლნ გაიყიდა
ეროვნულმა ბანკის სავალუტო აუქციონზე 30 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა.
ამ აუქციონის ჩათვლით, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $242.9 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.