ფინანსები
06/07/2022

"სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება"

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყნის სადაზღევვო სექტორში ინვესტიციების ჩადება პერსექტიულია.

მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა, ინდუსტრია ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი გახდება.

კობახიძე განმარტავს, რომ სექტორისადმი მიმზიდველობას კიდევ უფრო გაამძარფრებს სავალდებულო ხასიათის სადაზღვევო პროდუქტების ამოქმედება და სახელმწიფოს აღიარება იმაზე, რომ ეს ინდუსტრია მას ხარჯების დაზოგვისთვის სჭირდება.

„მანამდე ჩვენ ერთიდაიგივეს ვაკეთებთ. ბაზარიც მცირედით იზრდება. თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა, ამის გარეშე პრაქტიკულად წარმოიდგენელია. როგორც კი სიტუაცია ამ მიმართულებით შეიცვლება, სადაზღვევო სექტორი მიმზიდველი იქნება,“ - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ,  სადაზღვევო სექტორისთვის პოსტპანდემიური პერიოდი რთული აღმოჩნდა. კომპანიებს წმინდა მოგება თითქმის სამჯერ შეუმცირდა და 2022 წლის პირველი კვარტალი 4.7 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა (2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 13.5 მლნ ლარს შეადგენდა), თუმცა გაზრდილია სხვა მაჩვენებლები, მათ შორის მოზიდული ჯამური პრემია (+34 მლნ ლარი წლიურად) და ანაზღაურებული ზარალები (+20 მლნ ლარი).

ბაზარზე ამ დროისთვის 18 სადაზღვევო კომპანია საქმიანობს, მათ პირველ კვარტალში ჯამურად 267,6 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, სადაზღვევო პროდუქტებს შორის კი 55%-იანი წილით ჯანმრთელობის დაზღვევა ლიდერობს.

მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 42,6 მლნ ლარი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 41 მლნ ლარი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023