
ფინანსები
27/07/2023
საცალო სესხების წილი იზრდება -ბანკების რეიტინგი
დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა H1/2023-ის მდგომარეობით, 13.45%-ია. წინა თვებთან შედარებით ტემპუი აჩქარებულია (L/m - 12,7%), თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის კოეფიციენტზე ნაკლებია (H1/2022 - 18.7%)
სებ-ის სტატისტიკით, პირველი ივლისისთვის (H1/2023) ბანკების მთლიანი პორტფელი 47.3 მლრდ ლარია, მ.შ. ₾21,4 მლრდ (45,2%) უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.
საცალო პორტფელზე (25,2 მლრდ) დაბანდების 53% მოდის. წლიურად (Y.Y) კი ფიზიკური პირების დაკრედიტების წილი 2.5%-ით (+1.3%პ) გაზრდილია (H1/2022 - 51.7%).
ბანკები მილიარდზე მეტი პორტფელით
₾ | H1/2023 | Q1 | |
თიბისი ბანკი | 18,387,957 | 17,5 | |
საქართველოს ბანკი | 17,612,081 | 16,5 | |
ლიბერთი ბანკი | 2,676,373 | 2,6 | |
ბაზისბანკი | 2,177,665 | 2,03 | |
კრედო | 1,869,942 | 1,8 | |
ტერა ბანკი | 1,180,826 | 1,08 | |
პროკრედიტ ბანკი | 1,128,697 | 1,1 | |
000 | მლრდ |
წყარო: კომერციული ბანკები