ფინანსები
27/01/2022

საცალო სესხების დოლარიზაცია 40%-იან ნიშნულზე რჩება

ფიზიკური პირების პორტფელის ზრდის ტემპი 17%-ია, რაც ინფლაციური წნეხის რისკებს არ აჩენს.

სებ-ს ფსკ-ს და მპკ -ს ანგარიშებში აღნიშნული აქვს, რომ დაკრედიტების 20%-იანი ზრდა მშპ-ს სწრაფად აღდგენის პირობებში ინფლაციური წნეხის რისკებს არ აჩენს.

თუმცა მდგრადი ზრდისთვის იანვრიდან მაინც მოთოკა - სავალუტო დაკრედიტება შეზღუდა.

სებ-მა კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი CICR). ამასთან  სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 01.01.2022-ისთვის ბანკების საცალო პორტფელი 21.5 მლრდ ლარია (01.01.2021 – 18,75 მლრდა) , აქედან 7.5 მლრდ ლარის სესხები უცხოურ ვალუტაშია, რომლის წილი საცალო პორტფელში 34.8%-ია.

გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის (01.01.2021) ₾7.4 მლრდ-ის სავალუტო სესხები იყო (წილი: 39.4%) თუ არარეზიდენტებზე გაცემულ სესხებსაც ჩავთვლით, გამოდის,  სავალუტო პორტფელი 8 მლრდ  ლარამდეა გაზრდილი. წილი, 0.7%პ-ით არის შემცირებული  (წილი: 35.9%;  01.01.2021 – 40.6%)

ბანკები პორტფელით და დოლარიზაციით  

 

000                            

 %

თიბისი

16,009,007

 54.8

საქართელოს ბანკი

15,045,058

 52.8

ლიბერთი

  1,912,838

 21.0

ვითიბი

 1,528,483           

 42.1

პროკრედიტ ბანკი

  1,381,647        

 72.2

წყარო: კომერციული ბანკები ( 2021/3 კვარტლის მდგომარეობით)