საცალო სესხების დოლარიზაცია 37.4%-მდე შემცირდა
ფიზიკური პირების პორტფელს ზრდის ტემპი კვლავ მაღალ ნიშნულზეა - 16%-ს შეადგენს, მათ შორის სავალუტო დაკრედიტების წლიური მატება 3%-ს არ აღემატება.
სებ-ი დაკრედიტების 10-15% ზრდას მიიჩნევს მდგრადად. კოეფიციენტი 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა, ომის კრიზისის გამოწვევების გათვალისწინებით. უკრაინაზე რუსეთის თავდახსმამდე, მშპ-ს ზრდის მოცემულობაში, მარეგულირებლისთვის დაკრედიტების 20%-იანი ზრდაც მისაღები იყო, რადგან მშპ-ს სწრაფად აღდგენის პირობებში ინფლაციურ რისკებს არ აჩენდა.
რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე გაზრდაც დაკრედიტების მოთოკვას ემსახურებოდა. როგორც სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, სწორედ ეს არის გადაცემის მთავარი მექანიზმი, თუმცა ის სუსტება გაძვირებული ლარის სესხების რეალობაში, რადგან დოლარიზაციაა წახალისებული. თუ ეს რისკები რეალიზდება სებ-ი დამატებით ზომებსაც ჩართავს.
როგორც იცით, სებ-მა ჯერ კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი CICR). სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და ბოლოს დაამატა PTI-ის 50%-დან 25%-მდე შემცირება. რაც მსესხებლისთვის მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს.
რაც შემდგენაირად ახსნა, - ახლადამოქმედებული სავალუტო დაკრედიტების რეგულაციამ დედოლარიზაცია უნდა დააჩქაროს, რაც ნიშნავს რისკების შემცირებას. ფიზიკური პირები, შემოსავლის ზღვრის აწევამ, ჭარბვალიანობას უნდა გადაარჩინოს. ცვლადგანაკვეთიანი სესხებისთვის დამატებითი ბუფერის მოთხოვნა კი სებ-ის ანალიზით ყველაზე დროულია, ევროს და დოლარის საპროცენტო განაკვეთების გლობალური ზრდის გათვალისწინებით.
25%-იანი სასესხო კოეფიციენტის სახელფასო რეინჯის 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდა და იპოთეკის განაკვეთის კი 3%-იანი ბუფერით გადაიზღვევა, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით იყო ინფლაციური მოლოდინების მოსათოკი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების რეკალიბრაცია (პროცესი: ვაკვირდებით, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, რისკები რომ არ გადაიზარდოს ფინანსური სრტაბილურობის შერყევაში).
მთლიანი პორტფელი ჯერჯერობით 18% -იანი ზრდის ნიშნულზეა და 7% სავალუტოზე მოდის.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 01.03.2022 -ისთვის ბანკების საცალო პორტფელი ლარში 0. 4%პ-ით 21.99 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (01.01.2021 – 18,75 მლრდ) , აქედან 7.6 მლრდ ლარის სესხები უცხოურ ვალუტაშია, რომლის წილი საცალო პორტფელში 34.7%-ია.
ბანკები, პორტფელის დოლარიზაციით
% |
% |
|
თიბისი |
53.8 |
54.8 |
საქართელოს ბანკი |
51.9 |
52.8 |
ლიბერთი |
21.4 |
21.0 |
პროკრედიტ ბანკი |
71.9 |
72.2 |
წყარო: კომერციული ბანკები ( Q4/2021-Q3/2021)