ფინანსები
21/03/2022

საცალო დეპოზიტებით BOGG ლიდერის პოზიციას იმყარებს

საბანკო სექტორში ფიზიკური პირების დანაზოგები წლის დასაწყისიდან მცირდება. 2021 წლის ბოლოს 20,210 მლრდ ლარის პორტფელი იყო, 1-ლი მარტისთვის (01.03.2022) საბანკო სექტორში 20.178 მლრდ ლარის საცალო ანაბრები რჩება.

სებ-ის ინტერატიული სტატისტიკით, ფიზიკური პირების დეპოზიტების 73% უცხოურ ვალუტაშია, მათ შორის 12.3 მლრდ ლარის აშშ დოლარში და 2 მილიარდამდე ევროში.

ლარის პორტფელის სტიმულირების სებ-ის რეგულაციამ სექტორი დიდად ვერ წაახალისა. 10 თვეა დოლარიზებულ (>70%) პორტფელიან ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო 25% ნორმა მოეთხოვება, 40%-იანს კი 10%).

მარტის ბოლოს "ბაზისბანკი" მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს, თვის დასაწყისში კი "საქართველოს ბანკმა" ლიდერის პოზიცია დაიკავა.

 

01.03.2022 ()

2021 (₾)

საქართველოს ბანკი

8,264,243,000

8.134.187.000

თიბისი ბანკი

8,057,127,000

8.137.970.000

ლიბერთი ბანკი

1,258,829,000

1.215.234.000

პროკრედიტ ბანკი

  486,246,000

   486.448.000

ტერა ბანკი

  435,721,000

   435.440.000

ბაზისბანკი

  399,746,000

   397.136.000

წყარო: ბანკები

"ვითიბის" 557 მლნ-იანი პორტფელით "ბაზისბანკის" გამსხვილება ჯერ არ ასახულა. სანქცირებული "ვითიბის" შვილობილისგან დეპოზიტარების გადაყვანა პირველი ტრანზაქცია იყო, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მე-4 დღეს.

Businesspartner