საცალო დაზღვევის ბაზარი შემცირდება - გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
„საცალო დაზღვევის ბაზარი შემცირდება“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დირექტორმა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი შეფასებით, იმაზე საუბარი, რომ სექტორმა პანდემია წარმატებით გადალახა ნიშნავს იმას, რომ კომპანიების მხრიდან სწორად იქნა მართული კრიზისული ეტაპები. ეს კი გამოიხატა იმაში, რომ სადაღვევო კომპანიებს დიდი ზარალები არ დაუდგათ.
როგორც კობახიძე აცხადებს, წელს დარგში ზრდა არ იქნება.
„უცხოური მანქანების შემოსვლა პრაქტიკულად განახევრებულია, სამოგზაურო დაზღვევების პაკეტი შემცირდა. შესაბამისად, ვფიქრობ, საცალო დაზღვევის ბაზარი შემცირდება. ის რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამხელა გამოცდლიბით სწორად მართეს კრიზისი და კომპანიები ზარალზე არ გაიყვანეს, ეს პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითალოს. სადაზღვევო ინდუსტრია დღეს იმდენად მყარი, ფინანსურად მდგრადი და კვალიფიცურია, რომ ეს მოვახერხეთ“,- აცხადებს ნინო კობახიძე.
შეგახსენებთ, პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ რამდენიმე დღის წინ სადაზღვევო სექტორის 6 თვის პოზიტიურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით,შედეგებისთვის წლის ბოლომდე სიფრთხილით დაკვირვებაა საჭირო.