ფინანსები
02/07/2020
სასესხო განაკვეთები გაზრდილია
მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა, 506.2 მლნ ლარამდე და კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში (34.251 მლრდ) 1.5% შეადგინა (05/2019 – 1.8%).
სებ-ის თვის მომოხილვის თანახმად, ვადაგადაცილებული სესხების 34.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 57.6%-ია (05/2019 – 56.4%)
სასესხო განაკვეთები დოლარში 0.1%-ული პუნქტით, 6.8%-მდე შემცირდა, ლარში 1.2%-ული პუნქტით, 17%-მდე გაიზარდა (05/2019 – 7.3%, 14.8%) .