ფინანსები
06/04/2022

საპენსიომ პორტფელის 4.2% გაადოლარა

საპენსიო სააგენტომ პოტფელის ნაწილის გადოლარება დაიწყო და 4.2% უკვე დაკონვერტირებულია.

სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულებამ მარტის მდგომარეობით, 2.23 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც წმინდა ამონაგები 318 მლნ ლარი იყო (34.6% // ინფლაცია 30.49%).

ფონდში მონაწილეთა რაოდენობა 1.1 მლნ-ია.

პორტფელის განაწილების თვალსაზრისით, სააგენტოს მარტის მდგომარეობით სადეპოზიტო სერთიფიკატებში 60.3% აქვს დაბანდებული, 38.4% მიმდინარე ანგარიშებზეა განთავსებული, ხოლო 1.3% კი ვადიან დეპოზიტებზე.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ბორდმა, პორტფელის დივერსიფიცირებაზე 14 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო 30 მარტს უკვე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტომ “ბი-მეჩ“ პლატფორმაზე აქტიურად დაიწყო ვაჭრობა. მარტის ბოლოს არსებული მდგომარეობით კი სააგენტოს აქტივების 4.2% აქვს გადოლარებული, ხოლო 95.8% კი კვლავ ლარში აქვს დენომინირებული.

ამავე პერიოდისთვის, ჯერ სააგენტოს დოლარში ინვესტიცია განხორციელებული არ აქვს, ის კვლავ ადგილობრივ აქტივებში ფიქსირდება.

შეგახსენებთ, სააგენტო საერთაშორისო ინდექსებში ინვესტირებას გეგმავს, დოლარში ინვესტირებაზე კი მას არსებული კანონმდებლობით, 20%-იანი შეზღუდვა აქვს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023