საპენსიო შენატანებს ₾140 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
საპენსიო სააგენტოს 12 აპრილის მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობა 1.37 მლრდ ლარია, აქედან დარიცხული სარგებელი 140 მლნ ლარს აღწევს.
საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.
სულ სქემაში 1,137,380 ადამიანია ჩართული, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. როგორც ფონდში ამბობენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.
დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა 1-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.