ფინანსები
11/02/2022

საპენსიო სესხის ზედა ზღვარი 26% იქნება - მთავრობა პენსიის დარიგებას ₾15 მლნ-ით დაასუბსიდირებს

პენსიების მომსახურებაზე ბანკებისთვის თებერვლის ბოლოს ახალი კონკურსი გამოცხადდება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვლი სამთავრობო კომისიის სხდომის შემხეგ აცხადებს, ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობას 2 ბანკი მიიღებს - „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“.

მისი თქმით, კონკურსში მონაწილე ბანკებს შორის სესხის პროცენტზე კონკურენცია იქნება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ზედა ზღვარი 26% იქნება.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პენსიონერთა პენსიების დარიგებისთვის 15 მლნ ლარის სუბსიდიას გაიღებს.