საპენსიო სააგენტოს ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის პროცესი ჩაიშალა
საპენსიო სააგენტოს ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის პროცესი ჩაიშალა.
სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ იანვრიდან მიმდინარე ტენდერი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 29 სექტემბერს შეწყვიტა.
საბჭოს მიაჩნია, რომ არსებული აკრძალვები, მათ შორის, საერთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, პროცესის სრულფასოვნად ჩატარებას ხელს უშლის. გაჭიანურებულ პროცესს თან დაერთო მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლითაც სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ფინანსურ ინსტრუმენტებში არსებული შეზღუდვები მოიხსნა.
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევ ტენდერში განაცხადი 3-მა კომპანიამ წარადგინა, საქართველოს ბანკმა, თიბისიმ და სომხურმა “ცენტრალ დეპოზიტორი არმენიამ”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვით 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო დანაზოგები დაბალ რისკიან აქტივებში განთავსდება.