ფინანსები
31/01/2022

საპენსიო სააგენტოს პირველი ტრანზაქცია ადგილობრივ ობლიგაციებში შეფერხდა

საპენსიო სააგენტოს პირველი ტრანზაქცაია ადგილობრივ ობლიგაციებში შეფერხდა. "ნიკორა ტრეიდმა" გასული წლის ბოლოს, 35 მლნ ლარის 3 წლიანი B კატეგორიის ობლიგაციები გამოუშვა, რომელსაც საპენსიო სააგენტო საინვესტიციოდ საინტერესოდ მიიჩნევდა, თუმცა მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება, რაც კომპანიისა და უშუალოდ ემისიის რეიტინგს უკავშირდება.

სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განმარტებით, საქმე ეხება კანონში ჩანაწერს, რომლითაც ზუსტდება, სარეიტინგო შეზღუდვა ეხება მხოლოდ კომპანიას, ემისიას თუ ორივეს ერთად.

ამავე დროს, საკანონმდებლო შეზღუდვებით, საპენსიო სააგენტოს ერთი კომპანიის ემისიის 10%-ში შესვლა შეუძლია, ანუ მას მხოლოდ 3.5 მლნ ლარის ათვისება შეეძლო. სააგენტოს თქმით, დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა აღნიშნულ ემისიას კვლავ დაუბრუნდნენ.

კვლავ საინტერესოა "თეგეტას" ემისიაც, რომელიც ორ ნაწილად დეკემბერსა და გაზაფხულზე უნდა გამოეშვათ, თუმცა კომპანია გაზაფხულზე ერთ, მოცულობით გაერთიანებულ ემისიას განახორციელებს.

Businesspartner