საპენსიო სააგენტომ დოლარში ინვესტირება დაიწყო
რა მოცულობით დოლარი იყიდა Bmatch-ზე 24 თებერვლიდან, სებ-ი 25 აპრილს განაცხადებს. საპენსიო სააგენტო კი 10 აპრილს დაადეკლარირირებს, 1 მილიონი მოქალაქის 2.2 მლრდ ლარიდან დოლარის შესყიდვაზე რამდენი დახარჯა.
მარტიდან საპენსიო სააგენტოს Bmatch-ზე შესვლის და აქტიური ვაჭრობის შესახებ, სებ-ის პრეზიდენტმა ოთხშაბათის მპკ-ს შემდეგ განაცხადა.
პლატფორმაზე მოვაჭრე 13 ბანკი რჩება, ვითიბის გასვლის შემდეგ. ასევეა 4 მისო, 3 რეზიდეტი კორპორაცია და 1 არარეზიდენტი, მათ შორისაა ვისოლი, მაგთი, Eaton Vance. არასაფინანსო წილი 10%-ის ფარგლებშია, ძირითადი ნავაჭრი ბანკებზე მოდის.
თებერვალში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვები 11.5 მლნ ლარს შეადგენს. შესყიდვების შემდეგ სებ-ს სავალუტო აუქციონზე, 9 მარტს 39.7 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწია, კურსით - $1/3.4 ₾. ბაზარმა მოწოდებული $50 მლნ სრულად არ აითვისა.
24 თებერვლის შემდეგი ვაჭრობების სტატისტიკაც 25 აპრილს გამოქვეყნდება. თებერვალში მთლიანად სავალუტო ბაზარზე სხვადასხვა ინსტრუმენრტებით 2.3 მლრდ-ის აშშ დოლარია შეძენილი.
შარშან, მარტის ჩათვლით, მოედანზე, $142 მლნ-ზე მეტი იყო ნავაჭრი. პლატფორმის მიმზიდველობას განაპირობებს გარიგებების ავტომატური რეჟიმი, თავისუფლება, ანონიმურობა (გარიგების მხარეები ავტომატურ რეგისტრაციამდე ერთმანეთს ვერ ხედავენ, კონტრაგენტებს და ლიმიტებს თავად ირჩევენ, რაც ოპტიმალურ კურსს უზრუნველყოფს).
ბლუმბერგი ეს მოედანი 03/2020 -დან გაეშვა, თავდაპირველად სებ-მა და ბანკებმა გატესტეს. იანვრიდან (2021) ბანკებს და მისოებს ნელ-ნელა მსხვილი ნავთობიმპორტიორი და მობილური ოპერატორი შეუერთდა, თუმცა განაცხადებს შუამავალი ბანკის მეშვეობით მანამდეც წარადგენდნენ. როგორც იცით, $/₾ (ჯერ მოედანს სხვა წყვილები არ აქვს) კონვერტაციის შეთავაზება კომერციული ბანკის გავლითაც შესაძლებელია. პროფილური კომპანიების ფინანსისტების განმარტებით, Bmatch-ის ხიბლი, ერთდროულად ბევრ მხარესთან, მათ შორის ყველა ბანკთან, კომპანიის სასურველი კურსით გარიგების შესაძლებლობაა.
Bloomberg-ი საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის დაჯილდოვდა, Central Banking-ის საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გაიმარჯვა.
BMatch - ზე გაზრდილმა კონკურენტულმა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემომ ყიდვა/გაყიდვის შორის სხვაობის - სპრედების - მნიშვნელოვნად შევიწროების შესაძლებლობა შექმნა. BMatch -ზე ბანკთაშორის ბაზარზე საუკეთესო კურსებია და, რაც მთავარია, დადებული გარიგებები კარგად ასახავს იმ დროს ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას. ეროვნული ბანკიც ოფიციალური კურსს BMatch-ზე გარიგებებით ადგენს.