საპენსიო სააგენტომ აზიურ და ლათინოამერიკულ ინდექსებში ინვესტირება დაიწყო
საპენსიო სააგენტომ აზიურ და ლათინოამერიკულ ინდექსებში ინვესტირება დაიწყო. სააგენტოს განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე შესვლის გადაწყვეტილება, რასაც ბაზრების ვოლატილობის გამო 1 წელია აყოვნებდა, ინდექსების დასტაბილურებამ მიაღებინა. ამასთან ინფლაციის დაღმავალმა ტრენდმაც გარკვეული როლი ითამაშა.
სააგენტოს $220 მლნ-იანი სავალუტო პორტფელიდან განვითარებად ბაზრებზე უკვე $43 მლნ აქვს ჩადებული.
აზიურ ინდექსებში - Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) - ში $22 მლნ და iShares Latin America 40 ETF (ILF) - ში $21 მლნ.
ინდექსები მოიცავს ახალ ზელანდიურ, ბრაზილიურ, იაპონურ, ავსტრალიურ, კორეულ (ჩინურის გარდა) ფასიან ქაღალდებს, მათ შორის Samsung Electronics Co. Ltd. Toyota Motor Corp. BHP Group Ltd. Sony Group Corp. Mitsubishi UFJ Financial Group Inc. Vanguard VALE ADR REPRESENTING ONE SA PETROLEO BRASILEIRO ADR REPTG PRE WALMART DE MEXICO V BANCO BRADESCO ADR REPTG PREF SA Latino.
iShares MSCI World ETF -ში $120 მილიონია ინვესტირებული.
ამ დროისთვის სულ, გაშვებიდან დღემდე 500 მლნ ლარამდე ამონაგებია. მომგებიანობა 43%, ინფლაციის გარეშე კი 4%.
გლობალურ 20%-დე დაბანდების ნახევარზე მეტი -11% აქციებზე მოდის, 9% კი ნულოვანი რისკის მქონე აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებში, 5%-იანი სარგებლით.
საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (CIO) გოგა მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ადგილობრივ ობლიგაციებში ინვესტირების გაქტიურებაც დაანონსა. კომპანიები ემისიებს 2022 -ის აუდიტის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყებენ.
საპენსიო სააგენტოს ამ დროისთვის შეძენილი აქვს TBC ლიზინგის ლარის ობლიგაციები, 10 მლნ--მდე. „რიკოს“ ფასიანი ქაღალდები ოფიცერმა დაიწუნა, რადგან მისოს რეიტინგი არასაკმარისი აღმოჩნდა. რეიტინგი არ ჰყოფნის სილქროუდსაც, რომელმაც სავალუტო ემისიაზე 4 აპრილს განაცხადა. „თეგეტას“ ახალი შეთავაზებით დაინტერესებაზე სააგენტო გადაწყვეტილება თვის ბოლომდე გაცხადდება. წინა, დეკემბრის განთავებაში ინვესტირებისგან თავი შეიკავა.