ფინანსები
05/12/2022

საპენსიო სააგენტომ ₾3.5 მლნ "ნიკორას" ობლიგაციებში დააბანდა

“ნიკორამ” 35 მილიონი ლარის 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა და ეს მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.

საჯარო ემისია „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით განახორციელა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს.

კომპანია მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს. ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსი ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

Businesspartner