
საპენსიო სააგენტო სპეცდეპოზიტარს მე-2 ვადით ირჩევს
საპენსიო სააგენტო სპეცდეპოზიტარს ახალი ვადით აირჩევს და სავარაუდოდ 3-წელზე მეტით განისაზღვრება. დიდი ალბათობით ახალ კონკურსშიც გაიმარჯვებს "საქართველოს ბანკი", რომელსაც წინა ტენდერში Central Depository of Armenia OJSC და “თიბისი ბანკთან” მოუწია კონკურენცია.
სპეცდეპოზიტარს აგვისტოდან უფლებამოსილების ვადა ამოწურული აქვს, თუმცა მე-2 ვადით ან ახალი კონტრაქტორის არჩევამდე საქმიანობას განაგრძობს, რასაც კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს.
სპეცდეპოზიტარს საინვესტიციო პროცესში მთავარი როლი აქვს. ფასიანი ქაღალდების შენახვა/აღრიცხვა/მონიტორინგის. თანხების უსაფრთხოდ ინვესტირების თვალსაზრისით, დეპოზიოტარის როლზე აღნიშნავს სებ-იც, რომელიც ითანხმებს სააგენტოს საინვესტიციო სტრატეგიას და ასევე ამონიტორინგებს საკრედიტო რისკის ლიმიტებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირებისას.
რისკები და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები იყო სებ-ში პარასკევს გამართული შეხვედრის თემაც. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ და საგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდეს. აქტიურად დააკვირდნენ თავიანთი საპენსიო აქტივების ცვლილების დინამიკას და ისარგებლონ ახალი არჩევანით, რასაც 3-დონიანი სქემა იძლევა. გოგა მელიქიძემ მოიხმო რამდენიმე კომპანიის არნახული ზრდის ტრენდი, მ.შ. ფეისბუქიც, რომლის აქციის ფასი 1 000%-ით გაზრდილია $30-დან 300%-მდე. ასეთი ზრდის გამოტოვება არ შეიძლება და თუ ჩავეთვებით არ გამოგვრჩება.
ასაკობრივი ცენზით პენსიონრები, 3 კატეგორიში კანონმა თავად გადაანაწილა და თითოეულ ბენეფიციარს შეუძლია კატეგორიის შეცვლა, რაც განაცხადიდან 40 დღეში აისახება. ცვლილება შესაძლებელია ყოველ 12 თვეში ერთელ. მაგ: თუ პენსიონერი 50 წელს გადაცილებულია და ავტომატურად დაბალრისკიანში მოხვდა, ანუ სტაბილურში. შეუძლია გადაინაცვლოს მზარდში, იგივე მაღალრისკიანში, რომელიც კანონით 40 წლამდე ბენეფიციარისთვის არის განკუთვნილი და სადაც დაბალრისკიან სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციების და ბანკის დეპოზიტების გარდა, მაღალრისკიან გლობალურ აქციებში უფრო მეტის დაბანდებაა შესაძლებელი. აღნიშნული ბაზრების ვოლატილობა მაღალია, თუმცა ამასთან სარგებელიც მაღალია.
გოგა მელიქიძემ აუხსნა მედიას, რომ საპენისო სააგენტო ინვესტირებას რეგიონის ჭრილში უყურებს და არა ცალკეული კომპანიების. ინვესტირება ფონდების გავლით ხდება. სააგენტო 6 ფონდთან თანამშრომლობს. ინდექსები კრებსითია, რამდენიმე ასეულ კომპანიას აერთიანებს, როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ბაზრებზე.
აზიურ და ლათინოამერიკულ ინდექსებში ინვესტირება წელს დაიწყო, რაც ინდექსების დასტაბილურებამ გადააწყვეტინა. ამასთან ინფლაციის დაღმავალმა ტრენდმაც გარკვეული როლი ითამაშა. სააგენტოს $280 მლნ-იანი სავალუტო პორტფელიდან განვითარებად ბაზრებზე $40 მლნ-ზე მეტი აქვს ჩადებული. აზიურ ინდექსებში - Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) - ში და iShares Latin America 40 ETF (ILF) - ში.
ინდექსები მოიცავს ახალ ზელანდიურ, ბრაზილიურ, იაპონურ, ავსტრალიურ, კორეულ (ჩინურის გარდა) ფასიან ქაღალდებს, მათ შორის Samsung Electronics Co. Ltd. Toyota Motor Corp. BHP Group Ltd. Sony Group Corp. Mitsubishi UFJ Financial Group Inc. Vanguard VALE ADR REPRESENTING ONE SA PETROLEO BRASILEIRO ADR REPTG PRE WALMART DE MEXICO V BANCO BRADESCO ADR REPTG PREF SA Latino.
iShares MSCI World ETF -ში $120 მილიონია ინვესტირებული. გლობალურ 21%-დე დაბანდების ნახევარზე მეტი აქციებზე მოდის, 9% კი ნულოვანი რისკის მქონე აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებში,
ამ დროისთვის სულ, ფონდის გაშვებიდან დღემდე 700 მლნ ლარამდე ამონაგებია. მომგებიანობა 52%, ინფლაციის გარეშე კი 12%.
გოგა მელიქიძის თქმით, საპენსიო სააგენტოსთვის საინტერესოა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარი და 0.1%-მდე არსებული წილის გაზრდას აპირებს,
ამ დროისთვის 10 მლნ-მდე "თიბისი ლიზინგის" ობლიგაციებში აქვს ინვესტირებული, $5.7 მილიონი GCAP-ის ახლადემიტირებულ ფასიან ქაღალდებში და 3.5 მლნ "ნიკორას" ობლიგაციებში. რამდენიმე კომპანიის ემისიებში ინვესტირებისგან მ.შ. თეგეტას, რიკოს, სილქროუდის, სააგენტომ თავი შეიკავა, გარკვეული რისკები დაინახა. რიკოს და სილქროუდს საკრედიტო რეიტინგი არ ეყო.
"ნიკორა"ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე სააგენტოსთვის იყო პირველი. კომპანიისთვის საწარმოო პოცესის შეჩერების გამო გოგა მელიქიძეს საპენსიო სქემის ბენეფიციარების დამშვიდება მოუწია. მისი თქმით, სურსათის სააგენტოს გადაწყვეტილება საწარმოო პოცესს უკავშირდება, რაც ბიზნესის თანმდევია. ნიკორას და სხვა ნებისმიერ ქეისზე პროცესის ყველა ატაპის რისკები იმდენად გადაჭერილია, რომ საფრთხე გამორიცხულია.
ასევ უსაფუძვლოა მოარული შიშები, საბჭოთა დროინდელი წარმოდგენებით, რომ ხალხის ფული დაიკარგება, რაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას თქმით წარმოუდგენელი სცენარია. საპენსიო სქემა დანაკარგის ალბათობას მთლიანად გამორიცხავს, რადგან 6% გარანტირებულია და საინვესტიციო მექანიზმი მომართულია უფრო მეტის დამატებაზე. შესაბამისად ამ კუთხით ფასდება რისკები და შესაძლებლობები.