ფინანსები
18/11/2021

საპენსიო სააგენტო "PWC საქართველო"-ს მომსახურებაში 220 000 ლარს გადაუხდის

საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) შპს "PWC საქართველო" შეარჩიეს. 

საკანონმდებლო მაცნეში პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ხელმოწერით დადგენილება გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია, რომ აუდიტორული შემოწმების სრულ ღირებულებად 220 000 ლარი განისაზღვრა. ხარჯებს საპენსიო სააგენტო აანაზღაურებს. 

"ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო" (PwC საქართველო) საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა. 

კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა:„დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ ("Ernst & Young Global Limited"), “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო).

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022