საპენსიო სააგენტო მილიარდიანი დაბანდებისთვის მზად არის
საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე ყველა განთავსებაში მონაწილეობისთვის მზადაა, მათ შორის Covered Bond-ში. სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს ბაზრის ქცევის პროგნოზირება უჭირს, ასევე საინვესტივიო შესაძლებლობების შესაძლო გაფართოებაზე სებ-ის გაცხადებულ ვერსიასაც არ ადასტურებს.
„ჩვენ გაგვიჭირდება ვთქვათ ბაზარი რას იზამს და ბაზარზე რამდენი მოცულობის ან რაოდენობის ტრანზაქცია მოხდება. ზოგადად მოლოდინი გვაქვს, რომ წელს გარკვეული ემისიები მოხდება, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, არამედ ემიტენტებზე. ჩვენ გვაინტერესებს ყველა ემისია კორპორაციული ბონდების რაც ქართულ ბაზარზე მოხდება და ყველა მათგანში მივიღებთ მონაწილეობას რომელიც შეესაბამება ჩვენს საინვესტიციო მანდატს, ანუ საინვესტიციო მოთხოვნებს რაც გაწერილია კანონში. ფიქსირებული შემოსავლების ინსტუმენტებში სჯობს ლარში ინვესტირება, ხოლო აქციებში ჯობს უცხოურ ვალუტაში ინვესტირება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
კაპიტალის ბაზრის მოსალოდნელი აქტივობები ქონებით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონპროექტს უკავშირდება (Covered Bon), რომელიც პარლამენტმა მალე უნდა დაამტკიცოს.
ამით საპენსიო სააგენტოს საპენსიო დანაზოგების არსებულ განაკვეთზე მეტი სარგებლით (+40-50 საბაზისო პუქტი) დაბანდების შესაძლებლობა უჩნდება. ამ დროისთის ფონდის მოცულობა ₾2.1 მლრდ-ია, დარიცხული სარგებელი ₾276 მლნ. ძირითადი განთავსებებია ბანკის სადეპოზიტოანგარიშებზე (სქემაში 9 ბანკი მონაწილეობს.
მომგებიანობა ფონდის გაშვების დღიდან (01.01.2019) დღემდე 32%-ია (ინფლაციის გარეშე 6%).
სებ-ი საშუალოვადიანი პერიოდში 1 მილიარდის განთავსებას პროგნოზირებს.
სააგენტო კი ინვესტრებაში კი შეზღუდულია 10%-იანი რეგულაციით, თუმცა დაბალი რისკის გათვალისწინებით შეზღუდვა მოიხსნება.