"საპენსიო მომსახურების გამართული სისტემის შეცვლამ, შესაძლოა საპენსიო სესხები გააძვიროს"
ლიბერთი ბანკს ალტერნატივა უბრალოდ არა აქვს და არც ზედმეტი ინოვაციებია საჭირო, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ბოლო დროს პოლიტიკოსების აქტიურობას.
ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, პენსიის დარიგების ბანკებზე გადანაწილების ავტომატურად საპროცენტო განაკვეთებზე მიბმა, ვითომდა კონკურენციის გასაზრდელად, რასაც საპროცენტო განაკვეთების შემცირება უნდა მოყვეს, რასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი მიზანდასახულად ცდილობს არის თვისობრივად არასწორი.
"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პენსიას ერთი ბანკი დაარიგებს თუ მაგალითისათვის 5, რადგან პენსია ისეთივე დადასტურებული შემოსავალია, როგორიც ხელფასი, დივიდენდი თუ ფულადი გზავნილი, რის მიხედვითაც ბანკი სესხის ზომას განსაზღვრავს, სესხის შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტით და მეტი არაფერი. შესაბამისად, ეს ფაქტი ბანკის საპროცენტო განაკვეთზე ვერანაირად ვერ აისახება, რადგან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს შემოსავალს ხელზე იღებთ, საბარათე ანგარიშზე თუ სახლში მოაქვთ ანუ პენსიებს მცირე დასახლებულ პუნქტებში სულაც სახელმწიფო რომც არიგებდეს.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, აქაც კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ბანკის საპროცენტო განაკვეთს მოზიდული რესურსების ფასთან ერთად, მაგალითად ვადიანი დეპოზიტების პროცენტთან და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდულ კრედიტებთან და დისტრიბუციის ხარჯების ნაწილთან ერთად, რისკის პრემია განსაზღვრავს.
ცალკე თემაა ბაზრის კონცენტრაცია და ცალკეულ პროდუქტზე რომელიმე ბანკის მონოპოლიური უფლება. მაგალითისათვის პენსიონერებზე სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ ერთი ბანკი, ჩვენ შემთხვევაში ლიბერთი ბანკი რომ ექსკლუზიურად რომ გასცემდეს ანუ პენსიონერებს, რომლებსაც პენსია ლიბერთიში ერიცხებათ, სხვა საბანკო მომსახურებით ვერ სარგებლობდენ.
აქვე შევნიშნავ, რომ მოქმედი საბანკო კანონმდებლობით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს სესხის აღებისას თუ რომელ ბანკში გერიცხებათ ხელფასი. არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ პენსიონერებს რომლებსაც ლიბერთი ბანკში ერიცხებათ პენსია, და სარგებლობენ სამომხმარებლო სესხით, 4 ჯერ მეტი საკრედიტო დავალიანება სხვა ბანკებში აქვთ.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები ყველაზე მოთხოვნად 1000-2000 ლარიან სესხებზე, საბაზრო განაკვეთებზე ისედაც დაბალია ანუ რიგით პენსიონერს სხვა ბანკებში სესხის აღება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ლიბერთიში, მაშინ ისედაც რა შეიცვლება საპენსიო თანხების დაშლით? პირიქით უფრო მოხდება და ლიბერთიშიც კი გაძვირდება უკვე წმინდა მასშტაბის ეკონომიიდან გამომდინარე.
უკვე აწყობილი და აპრობირებული სისტემების გადაწყობა, მით უმეტეს საბანკო სფეროში ხშირად უარყოფით ეფექტს უფრო იძლევა ვიდრე დადებითს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ლიბერთი ბანკს ალტერნატივა უბრალოდ არა აქვს და არც ზედმეტი ინოვაციებია საჭირო. ლიბერთი როგორც ერთადერთი კომერციული ბანკი ფაქტიურად საკმაოდ წარმატებით ითავსებს, იმ ფუნქციებს, რასაც სხვა ქვეყნებში საფოსტო და შემნახველი საბანკო დაწესებულები ატარებენ, სადეპოზიტო ანგარიშების მომსახურებისას. ამასთან, ბანკი სხვა მოქმედი კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით ფარავს რა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ფილიალების და სერვის ცენტრების სახით, ყველა ხარჯს მათ შორის პენსიის მცირე დასახლებულ პუნქტებში დარიგების ხარჯების ჩათვლით თავად იხდის, რისკის პრემიის ნაწილსაც კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში, განსხვავებით იგივე საფოსტო ბანკებისაგან, სადაც ფისკალური ხარჯები ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება.
საბანკო სექტორში ჩემი თითქმის, წარსული 22 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება ამ დასკვნის საფუძველს ნამდვილად მაძლევს" - აქტუალურ თემას ფეისბუქ პოსტით ეხმაურება ანალიტიკოსი გოგიტა ცუცქირიძე.