
საპენსიო BMatch-ზე გაპასიურდება
საპენსიო სააგენტო იძულებულია Bloomberg-ზე სავალუტო შესყიდვები შეამციროს. საპენსიო ამ პლატფორმაზე შარშან გაზაფხულიდან ვაჭრობს და უკვე $280 მილიონი შეისყიდა. ნახევარი აქციებშია ინვესტირებული, ETF-ში, უცხოურ კორპორაციულ აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის რეპლიკაციით დგება. ყველაზე დივერსიფიცირებული, 1 500-ზე მეტი კომპანიის აქციით, iShares-ია (iShares MSCI World), >$30 მლრდ -ს განკარგავს, მ.შ. > $100 მლნ -ის Apple -ის აქციებს, > 80 მლნ -ის Amazon-ის,.. საპენსიოს სავალუტო პორტფელის 1/2 კი ობლიგაციებშია დაბანდებული.
BMatch-ის გარდა საპენსიოს ასევე შეუძლია ლარი დოლარში ხაზინას დაუკონვერტოს და კომერციულ ბანკს. თუმცა მისთვის და საფინანსო ბაზრის სხვა სუბიექტებისთვის BMatch ყველაზე პოპულარულია. პლატფორმაზე სავალუტო გარიგებების 70-80% მოდის. ოფიციალური კურსიც აქ შემდგარი გარიგებებით ანგარიშდება (BMatch-მა გაზარდა ლიკვიდობა, საგრძნობლად შეამცირა სპრედი, 20-30 პუნქტამდე).
საპენსიო სააგენტო 10 სექტემბერს დაადეკლარირირებს, 1,2 მილიონი მოქალაქის ₾4 მლრდ -მდე დანაზოგიდან დოლარის შესყიდვაზე აგვისტოში რამდენი დახარჯა. მანამდე კი გაირკვევა მომგებიან, მაღალრისკიან საინვესტიციო პაკეტში კანონით მოხვედრილი და თავის სურვილით გადანაცვლებულ ბენეფიციარებს თუ დააბრუნებენ ნაკლებად მომგებიან, დაბალრისკიან, ე.წ. სტაბილურ პაკეტში.
3-პაკეტიან არჩევანს 2028 წლამდე ზღუდავს I მოსმენით, ივნისის ბოლოს მიღებული კანონპროექტი (წამყვანი: ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი), რომელსაც II მოსმენით საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში განიხილავენ. BMatch-ზე საპენსიოს სავალუტო შესყიდვების შესაძლო შემცირებაც II მოსმენაზეა დამოკიდებული. დეპუტატები საპენსიოს მოუსმენენ, სებ-ს თუ სოსო არჩვაძეს დაუჯერებენ.
ივლისის ანგარიშით, სავალუტოზე საპენსიოს დაბანდების 19.6% მოდის.
---
BMatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან გაეშვა, 2021-2022-იდან ფართოვდება. საფინანსოებთან (ბანკი, მისო) და არასაფინანსო კომპანიებთან (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) ერთად, ფონდების რაოდენობაც იზრდება (საპენსიო სააგენტო, Eaton Vance...).
სებ-ის წლავანდელი (იანვარ-ივლისი) წმინდა შესყიდვები $1.4 მილიარდს აღწევს. ყველაზე მეტი -$280 -მდე ივლისის შესყიდვებია.