ფინანსები
17/12/2020
საპენსიო აქტივებს ₾113 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი 1,51 მლრდ-ს აჭარბებს, - მონაცემებს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
ფონდის ცნობით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში.
სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 258-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა.
ფონდში ამბობენ, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო 5 თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტია.