ფინანსები
13/11/2020
საპენსიო აქტივებს ₾102 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
საპენსიო აქტივებს ₾102 მლნ-მდე სარგებელი დაერიცხა.
საპენსიო სააგენტოს 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1,77 მლრდ-ზე მეტი შეადგინა, რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1,086 მლნ-ს გადააჭარბა.
დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის ისარგებლა 560-მა ადამიანმა.
მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 241, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 74 პირმა.
საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო 3 თვეში საშუალოდ 9000-ზე მეტია.