ფინანსები
02/03/2022

სანქციებმა სასესხო განაკვეთების შემცირება გადაავადა

საქართველოში დაკრედიტების ზრდის ტემპი განახევრება, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე მოსალონდელი 20%-დან 10%-მდე; მონეტარული პოლიტიკის  შერბილების  გადავადება (1 კვარტლით) მე-3 კვარტლის ბოლომდე; ფულის გაძვირება, - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში განაცხადა,  რომ რუსეთის მიმართ სანქციები პირდაპირ აისახება საქართველოზე.

"კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გავიღვიძეთ სხვა რეალობაში“, - ბანკების ლობისტის თქმით სებ-ი ახლაც პირველი იყო რეაგირების ადექვატურობით, ისევ როგორც პანდემიის დასაწყისში. "ვითიბის" პოტფელი ოპერატიულად გასხვისდა. იმის მიუხედავად რომ საფრთხე მოსალოდნელი არ იყო, ბუნებრივი მოლოდინი იყო მხოლოდ თანხებზე მოთხოვნას ზრდის.

ძნელაძის თქმით, პირდაპირი სანქციები უფრო მოკლევადიანი პერიოდით აისახება კურსზე და გრძელვადიანად სავალუტო შემოდინებებზე - ტურიზმსა და გადმორიცხვებში რუსეთის დომინირების გათვალისწინებით. ამასთან იმედოვნებს, რომ კომპანიები მათ შორის ტურისტული, ასევე ექსპორტიორები, რომლებსაც ყველაზე მეტად არტყამს არსებული მდგომაროება, შეძლებენ გადაპორტირებას.

აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები ყოველ საათში აპდეითდება, ახალ-ახალი შეზღუდვებით,

7 მსხვილი ბანკის SWIFT-იდან გათიშულია, "ვითიბის" და "სბერბანკის" "დაქცევის" ეფექტი მაღალია. "სბერანკის" აქციები თითქმის 100%-ით დაცემულია, ლიმიტირებულია გადარიცხვები. გადახდების საერთაშორისო სისტემებმა ( ვიზა, მასტერქარდი, ამერიკან ექსპრესი) რუსეთის საზღვრებს გარეთ რუსული ბარათები დაბლოკეს.

„ველოდებით დადასტურებას  ქვეყნიდან  გადარიცხვების შეზღუდვაზე“, - ძნელაძის თქმით, უცხოური ვალუტის შეძენა შეიზღუდა. ბიზნესს დაეკისრა დამატებითი ვალდებულება სავალუტო შემოსავლების 80% "გაარუბლოს". საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციებით ჯერჯერობით სწრაფი გზავნილები არ იზღუდება.

ძნელაძე სასესხო განაკვეთების მოსალოდნელ აწევაზე ჯერ არაფერს ამბობს.  ელოდება მხოლოდ აქტივობის შემცირებას. დაკრედიტების ზრდის ტემპის 20%-დან 10%-მდე დაკლებას.

გაძვირდება თუ არა  ფული,   გაიზრდება თუ არა ინფლაციური მოლოდინები, დეტალებს მონეტარული პოლიტიკის 30 მარტის სხდომის შემდეგ შევიტყობთ.

Businesspartner