ფინანსები
29/06/2023

"სამომხმარებლო სესხის ვადის შემცირება ხელოვნურ ბერკეტს ქმნის"

"ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომელიც სამომხმარებლო სესხის 4 წლიდან 3 წლამდე ვადის შემცირებას გულისხმობს, მომხმარებლისთვის ხელოვნურ ბერკეტს ქმნის და არ აისახება პორტფელის აქტივობაზე," -ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტთან“ საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა სამომხმარებლო სესხების გაცემის ტემპზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა. შესაბამისად,  4 წლიდან 3 წლამდე ვადის შემცირების შეზღუდვამ, მხოლოდ ექვსი თვის ვადით იმოქმედა.

როგორც საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეროვნული ბანკი უკვე აღნიშნავს, რომ სამომხმარებლო სესხებზე აქტივობა გარკვეულწილად უკვე აღდგა, ხოლო სესხის ლიმიტის მიმართულებით ეროვნული ბანკის მხრიდან შემსუბუქება არ არის მოსალოდნელი და არც საჭიროებს.

ძნელაძის განცხადებით,ამ ეტაზე სამომხმარებლო სესხებში მოთხოვნაც  და პორტფელის ზრდაც იმ საზღვრებში რჩება, რაც 6 თვის წინ არსებობდა. ეროვნული ბანკის რეგულაციის შერბილება კი, უფრო ტექნიკურ პრობლემებს მოხსნის, ვიდრე მკვეთრად გაააქტიურებს სამომხმარებლო პორტფელს.

ცნობისთვის, გასულ წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, არაუზრუნველოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე შეამცირა. აღნიშნული შეზღუდვა 2022 წლის 15 აგვისტოდან შევიდა ძალაში და 1 წლის ვადით იყო განსაზღვრული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023