სამომხმარებლო დაკრედიტება 24%-მდე ზრდას ინარჩუნებს
სამომხმარებლო სესხების წლიური (Y.Y) ზრდა 24%-საც ჩამოსცდა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მიმდინარე წლის 1 მარტისთვის 23.4%-ია (01.03.2022 +39.4%Y.Y), რაც გარკვეულწილად სებ-ის რეგულაციების შედეგია.
ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ 3-წლამდე ვადაშეკვეცილი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების დაგრძელვადიანება აგვისტომდე არ განიხილება.
სამომხმარებლო სესხის ვადა 2022 წლის 15 აგვისტოს შემცირდა, პოტენციური მსესხებლის წინასწარ გაუფრთხილებლად. აღნიშნული ინსტრუმენტი მარეგულირებელმა მთლიანი დაკრედიტების 1%-ით შემცირებაზე გათვალა. თუმცა, სხვა რეგულაციებთან კომბინაციაში დაკრედიტება დაგეგმილზე მეტადაც მოითოკა. ანუ წინსმწრები შედეგი მიიღო.
მარტისთვის დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდის ტემპი, 18% -დან, 13%-მდეა შემცირებული, მდგრად დონესთან მიახლოებული. (მდგრადად მიიჩნევა ტემპი, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას უზრუნველყოფს).
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილების სივრცე დიდია. დაკრედიტების ზრდის ტემპი მდგრად დონეს თუ ჩასცდა, სებ-ი განაკვეთის შემცირებით აწევს.
ბანკები მთლიანი სასესხო პორტფელით (მლრდ ₾)
|
01.03.2022 |
თიბისი |
17,247 |
საქართველოს ბანკი |
16,361 |
ლიბერთი |
2,537 |
ბაზისბანკი |
2,030 |
კრედო |
1,789 |
პროკრედიტ ბანკი |
1,128 |
ტერა ბანკი |
1,079 |
ქართუ |
0.715 |
ხალიკ ბანკი |
0.623 |
პაშა ბანკი |
0.351 |
ვითიბი |
0.239 |
ზირაათბანკი |
0,098 |
სილქბანკი |
0,019 |
პეისერა |
-0- |
წყარო: კომერციული ბანკები