ფინანსები
23/06/2023

"სალიზინგო ბაზარს აქვს პოტენციალი, რომ მაჩვენებლები გააორმაგოს“ - ტერა ლიზინგი

„საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სალიზინგო ბაზრის მაჩვენებელი გააორმაგოს," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სალიზინგო კომპანია „ტერა ლიზინგის“ დირექტორმა, ნატო ტოროშელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართული რეალობისთვის ლიზინგის ცნობადობა ძალიან დაბალია, იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული მომსახურება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო აქტივების დაფინანსების საშუალებას იძლევა.

„ამჟამად, GDP-იში (მთლიანი შიდა პროდუქტი)  სალიზინგო ინდუსტრიის წილი დაახლოებით 0.8%-ია, რაც ძალიან დაბალია. თუმცა ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის 1.5-2% კარგი მაჩვენებელი იქნება.“ -აცხადებს ტოროშელიძე.

როგორც „ტერა ლიზინგის“ დირექტორი აღნიშნავს, სალიზინგო პროდუქტი ძალიან მნიშნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მათი სალიზინგო კომპანია კი თავდაპირველად იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს დააფინანსებს.

ცნობისთვის, „ტერა ლიზინგი“ ჰიბრიდული სალიზინგო კომპანიაა, რაც გულისხმობს როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ არხების საშუალებით მომსახურეობას. კომპანიამ ორი კვირაა, რაც ბაზრაზე ოპერირება დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023