ფინანსები
16/06/2020
საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე ამოქმედდება
საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე ამოქმედდება. პროექტისთვის 330 მლნ ლარი გამოიყოფა, რითაც მოხდება 2.1 მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით. ამასთანავე, რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტი არანაკლებ 50 000 და არაუმეტეს 5 მლნ ლარის მოცულობის სესხს აიღებს. ახალი პროგრამით გაიზარდა იმ დარგების ჩამონათვალიც, რომლებსაც ეს სქემა შეეხება.