ფინანსები
31/07/2023

საკრედიტო პორტფელით TBC №1-ია

თიბისი ბანკი კაპიტალზე უკუგებით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ბანკის ნახევარწლიური ანგარიშით (H1/2023) ROE (გაწლიურებული) 25.3%-ია. ბანკი კაპიტალზე მომგებიანობით (ROE) II პოზიციაზეა.

"ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ კაპიტალზე უკუგება 20%-ზე მეტი იქნება და ამ დანაპირებს შევასრულებთ", - განაცხადა TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა თხელიძემ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში. 

18.4 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებით, თიბისი მსხვილპორტფელიან ბანკებში №1-ია. ასევე პირველია 4.6 მლრდ ლარის საზედამხედველო კაპიტალით, მსხვილკაპიტალიან ბანკებში (TBC,BOGG,BB,LB).

სისტემურმა ბანკმა იანვარ-ივნისი (H1/2023) 541,8 მლნ ლარის მოგებით (გადასახადის გადახდამდე და გაუთვალისწინებელ შემოსავალ–ხარჯებამდე) დაასრულა. წმინდა მოგების მიხედვით (H1/23 -460,8 მლნ) 36.6%-იანი წილით №2-ია.

თიბისი ბანკი H1/2023  
აქტივები  26,937,117  
სესხები  18,387,957  
დეპოზიტები  18,690,155  
საზ. კაპიტალი 4,612,283  
  000  
ROE 3.53%  
ROA 3.53%  

წყარო: კომერციული ბანკი (მონაცემები GAAP-ით)

Businesspartner