ფინანსები
06/10/2020

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე ₾70 მლნ-ის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის 2- წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 113,82 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8%-ით, მაქსიმალური 8.3%-ით, საშუალო შეწონილი 8.168%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.25%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.