ფინანსები
17/12/2020

საქართველოსთვის IMF-ის გამოყოფილი $113.9 მლნ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი $113.9 მლნ (SDR 79 მლნ) ხელმისაწვდომია, - ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში თანხის გამოყოფა უკვე დაამტკიცა.

რესურსის გამოყენება ქვეყანას COVID-19-ის გამო გაუარესებული საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დაფინანსების მიზნით შეუძლია.

IMF-ს ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის $585 მლნ აქვს გამოყოფილი.