ფინანსები
21/09/2020

საქართველოში კრიპტოვალუტებისადმი ინტერესი გაიზარდა

კრიპტოვალუტების მიმართ საქართველოში დაინტერესება მზარდია.

ქართული კრიპტობირჟა „ჯექს.ჯის“ მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში მათი მომხმარებლის რიცხვი საშუალოდ 30-40%-ით გაიზარდა. თუმცა, ასევე COVID-19-ის გამო, შემცირდა უცხოელი მომხმარებლების რიცხვი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კრიპტოგარემოს სიჯანსაღეს მეტწილად, ლოიალური კანონმდებლობა განაპირობებს, რომელიც კრიპტოსაქმიანობას არ ზღუდავს და რეგულაციებს არ უწესებს.

შეგახსენებთ, რომ წელს, მეორე კვარტალში ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. თუ მარტში 1 ბიტკოინი $5 000 ღირდა, დღეის მონაცემებით ის $10 000-ად ივაჭრება.