ფინანსები
07/12/2021

საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის ₾100 მლნ-ს ინვესტირება იგეგმება

კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება. 

საკითხი პრემიერ-მინისტრისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრაზე განიხილეს. 

პრემიერის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით, კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ 2022-ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ფედერაციას მთავრობისგან მხარდაჭერა აქვს. 

"რა თქმა უნდა იცით, რომ ამხელა დარბაზს ვაშენებთ, მთავრობა სრულად არის ჩართული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი სურვილია, სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე ერთად ვიმუშაოთ. ვფიქრობთ, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ კალათბურთი, უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს კალათბურთის ფედერაციას. აუცილებელია რეგიონებში განვითარების შეტანა და იქ საკალათბურთო სკოლების შექმნა, დაარსება და ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022