ფინანსები
18/09/2023

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია გაიაფდა

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) გასულ კვირას 7% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა. კვირის ვაჭრობა 90.13 -ით დაიხურა. წლის დასაწყისთან შედარებით ევრობონდი გაიაფებულია, იანვარში 6%-მდე სარგებლით ივაჭრებოდა (01/2023 - 91.09; 5.77%). 

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციის (GRAIL) ფასიც დაწეულია. G&T-ის სტატისტიკით, გასულ კვირას 87.33-ად ივაჭრებოდა, 7.2%-იანი შემოსავლიანობით (01/2023 - 87,5; 6.79%).

როგორც იცით, საქართველოს რკინიგზამ (GR) ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2012 წელს გამოშვებული, $500 მილიონის ბონდები (ვადა 10 წელი, განაკვეთი -7.75%), 7 წლიანი მწვანე ევროობლიგაციებით (განაკვეთი 4%) ვადამდე, 2021 წელს დაფარა. 

რეფინანსირების პროცედურები ივნისში დასრულდა. მოზიდული ფული, ძირითადად, 10 წლიანის გადაფარვას მოხმარდა. $ 50 მლნ -ის მიზნობრიობა იყო ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება.

2021 წელს განთავსდა ასევე ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდები, 2.75%-ად, აპრილში.  12.04.2021-ში ამოეწურა ვადა წინა ემისიას, 2011 წელს ემიტირებულ 10 წლიან ევრობონდებს (6.875%) 

         ევროობლიგაციები (შემოსავლიანობა)

წყარო: bloomberg, G&T