ფინანსები
08/02/2021

საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 12 ქვეყანას უსწრებს

საქართველოს სტატისტიკის სისტემა ორგანიზაცია Open Data Watch-ის რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა.

ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის რიგით მეხუთე ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. ქვეყანამ 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას. მათ შორის იტალიას, საფრანგეთს, ბელგიას, პორტუგალიას და რუმინეთს. ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია.

ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.

შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა. ასევე განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023