ფინანსები
20/08/2021
საქართველოს სალიზინგო კომპანიის €3 მლნ-ის ობლიგაციები ბირჟაზე დაილისტა
საქართველოს სალიზინგო კომპანიამ €3 მლნ-ის ობლიგაციები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში განათავსა.
ფასიანი ქაღალდები 2 წლიანია. ობლიგაციის ნომინალური ღირებულაბა 1 000 ევრო.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 4.75%-ს შეადგენს, წელიწადში ორჯერ გადახდით.
ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში; დაფარვის ვადაა 2023 წლის 12 ივლისი, მიენიჭა სავაჭრო კოდი - @GLC07N.
ეს საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის რიგით მეშვიდე ემისიაა. განთავსების აგენტი იყო "გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების განთავსებით მიღებული წმინდა ფულადი სახსრები ინვესტირდება კომპანიის საბრუნავ კაპიტალში. ობლიგაციების სრულად განთავსების შემთხვევაში, ობლიგაციებიდან მოზიდული წმინდა სახსრები არ იქნება 2.94 მლნ ევროზე ნაკლები.