საქართველოს სალიზინგო კომპანიამ საფონდო ბირჟაზე $12 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა
საქართველოს სალიზინგო კომპანიამ ახალი ობლიგაციები გამოუშვა და საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში განათავსა.
12 მლნ დოლარის ფასიანი ქაღალდები 2 წლიანია. ობლიგაციის ნომინალური ღირებულაბა 1 000 დოლარი.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 5.75%-ს შეადგენს, წელიწადში ოთხჯერ გადახდით.
ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში; დაფარვის ვადაა 2023 წლის 12 ივლისი, მიენიჭა სავაჭრო კოდი - $GLC06N.
ეს საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის რიგით მეექვსე ემისიაა. განთავსების აგენტი იყო "გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების განთავსებით მიღებული შემოსავლები გამოყენებულ იქნება 2019 წლის აგვისტოში გამოშვებული 10 მლნ დოლარის ობლიგაციების (ISIN: GE2700603840) რეფინანსირებისთვის, რომელთა გადახდის ვადაა 2021 წლის 9 აგვისტო. დანარჩენი თანხა ინვესტირდება კომპანიის საბრუნავ კაპიტალში.
ობლიგაციების სრულად განთავსების შემთხვევაში, ობლიგაციებიდან მოზიდული წმინდა სახსრები არ იქნება 11,76 მლნ დოლარზე ნაკლები.