ფინანსები
21/11/2022

საქართველოს საბანკო სისტემას მე-15 კომერციული და პირველი ციფრული ბანკი შეემატა - Paysera

ლიტვაში N1 ფინტექის ლიცენზიის მფლობელი კომპანია Paysera-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზიით დაიწყებს ფუნქციონირებას, - განცხადებას Paysera ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიცენზიის მიხედვით ბანკი ბაზარზე ოპერირებას 4 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

Paysera დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს, მომხმარებელს სასურველი სერვისები მარტივი ციფრული გადაწყვეტებით მიაწოდოს. 18 წლის განმავლობაში კომპანიამ სანდოობის, სიმარტივის, სისწრაფისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა, კომპანია თავის ლიცენზიით სრულად ფარავს ევროპულ ეკონომიკურ არეალში შემავალ ყველა ქვეყანას, ხოლო მისი საპარტნიორო ქსელი მოიცავს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, კოსოვოს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, შვეიცარიას და ახლა უკვე საქართველოს.

“ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა არის ჩვენი სერვისები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, ფინასური სერვისები რომელიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. იმედია საქართველოს ბაზარზე ვიქნებით პირველი ბანკი, რომელიც თავის მომხმარებელს გაუხსნის საერთაშორისო, ევროპულ IBAN-ს და საერთაშორისო, ქართულ IBAN-ს, აღნიშნულით კი წვდომას მისცემს SEPA-ს-ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე და საქართველოს ეროვნულ გადახდის სისტემაზე ერთდროულად. რაც როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას მისცემს იყვნენ ევროპული ფულადი ანგარიშსწორების სისტემის წევრები, მიიღონ ყველა ის ბენეფიტი მათ შორის საერთაშრისო გადარიცხვების ნაწილშიც რაც სისტემს გააჩნია,” - განაცხადა პალიტრა ტვ-სთვის 21 ოქტომბერს Paysera Lt-ს მთავარმა აღამასრულებელმა ოფიცერამა გინტაუტას მეჟეტისმა.

"Paysera" არის ლიტვური Fintech კომპანია, რომელიც ფლობს ევროკავშირის ლიცენზიას და უზრუნველყოფს სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აფუძნდა 18 წლის წინ და ყავს ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი. საერთაშორისო ბაზარზე Paysera წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.

საჯარო რეესტრის მიხედვით, სს "პეისერა საქართველოს" დირექორატში არიან გიორგი ჩრდილელი, დიმისტრი ქუმსიშვილი და ირაკლი თოიძე.

Businesspartner