ფინანსები
14/04/2021

"საქართველოს რკინიგზა" ევრობონდების რეფინანსირებისთვის ემზადება

„საქართველოს რკინიგზა“ ევრობონდების რეფინანსირების სავარაუდო თარიღს ასახელებს.

კომპანიამ უკვე დაიქირავა ბანკები, ანდერრაიტერები და იურისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ბონდების რეფინანსირების პროცესში, მომზადებულია ემისიის წინასწარი ვარიანტიც.

„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტი, ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე, მიიჩნევს, რომ ჯგუფს აქვს შესაძლებლობა 2021 წლის ივნისში ამ სავალო ინსტრუმენტის წარმატებული რეფინანსირება მოახდინოს.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ 500 მლნ დოლარის ევრობონდებით აქვს ფინანსური რესურსი მოზიდული, საპროცენტო განაკვეთი 7.75%-ია. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა ახალი ბონდები ბევრად მომგებიანი საპროცენტო განაკვეთით (დაახლოებით 4%) განთავსდეს.

„საქართველოს რკინიგზას“ ევრობონდების განაღდება 2022 წელს უწევს.

შეგახსენებთ, რომ გავლენიანმა საკრედიტო სააგენტომ „საქართველოს რკინიგზას“ გრძელვადიანი რეიტინგი "B +" დონეზე მარტში დაუდასტურა. Standard and Poor’s -ის ახალ შეფასებაში ნათქვამი იყო: "ადგილობრივი ბაზარი ძალიან მცირეა საკმარისი ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად და დიდი ალბათობით, კომპანია კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებს მიმართავს. კაპიტალის საერთაშორისო ბაზრები კი განვითარებადი ქვეყნების ემიტენტებისთვის კვლავაც რთულად მისაღწევია. ამის გამო საქართველოს რკინიგზა, შესაძლოა, ისევ სახელმწიფოს მხარდაჭერას დაეყრდნოს. რკინიგზამ უკვე  დაიწყო დიალოგი ინვესტორებთან და პარტნიორ ბანკებთან და მენეჯმენტი ელის ამ სესხის რეფინანსირებას 2021 წლის მეორე კვარტალში“. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022