ფინანსები
27/07/2020

"საქართველოს კაპიტალის“ პორტფელზე ეკონომიკური კრიზისები ნაკლებად მოქმედებს - ირაკლი გილაური

„საქართველოს კაპიტალის“ პორტფელზე ეკონომიკური კრიზისები ნაკლებად მოქმედებს,- ამის შესახებ „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ერთადერთი სექტორი, რომელზეც პანდემიამ გავლენა მოახდინა სასტუმროს ბიზნესია.

„ორი სასტუმრო გვქონდა აშენებული, აქტივები სულ 5%-ს შეადგენს, შესაბამისად, ეს ორი სასტუმრო არ მუშაობს და ამაზე იქონია გავლენა. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, აპრილში შემოსავლების ვარდნა იყო, თუმცა, მაისსა და ივნისში საკმაოდ დიდი ზრდა დაფიქსირდა. ივნისის მონაცემები რომ შევადაროთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავლებს, ბევრ კომპანიაში დაახლოებით 5-10%-იანი  დაფიქსირდა. ზოგიერთ კომპანიაში კი მინიმალური ცვლილება -5% იყო.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ საკმაოდ კარგად გაიარა პანდემიის ეტაპი. ამ კუთხით მთავრობის ქმედება მისასალმებელი და სამაგალითოა. სამწუხაროდ, მცირე და საშუალო ბიზნესს ტურიზმის კუთხით შემოსვლების დიდი ვადნა აქვს და ეს ძალიან სამწუხაროა, იმედია სიტუაცია შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023