ფინანსები
30/09/2020

"საქართველოს ბანკმა" ევროობლიგაციების ნაწილი გამოისყიდა

„საქართველოს ბანკმა“ ევროობლიგაციების ნაწილი გამოისყიდა.

ბანკის ცნობით, გამოსყიდულია 9.5 მლნ დოლარის ევრობონდები, რომელთა დაფარვის თარიღი 2023 წელია. ეს იმ ობლიგაციების ნაწილია, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ 2016 წელს გამოუშვა.

ამ გამოსყიდვის შემდეგ, ჯგუფს ევროობლიგაციების 12.63% (44.2 მლნ) ეკუთვნის. გამოსყიდული ობლიგაციების 2023 წლამდე შენახული იქნება ჯგუფში, მისი ანულირება არ იგეგმება.

„საქართველოს ბანკმა“ 350 მლნ დოლარის ევროობლიგაციები 2016 წლის 26 ივლისს განათავსა. ბონდები 6%-ად არის განთავსებული.

Businesspartner