ფინანსები
29/09/2023

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით "აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები" ჩატარდა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ზუგდიდში, შეხვედრა -„აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ გამართა.  

შეხვედრაზე განიხილეს ირიგაციასა და ფერტიგაციის საკითხები,  მონაწილეები გაეცნენ სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც ვეგეტაციის, აზოტისა და წყლის შემცველობის ინდექსებზე დაკვირვებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ პირადად გაეცნოთ და გასაუბრებოდნენ აგროსექტორის წარმომადგენლებს, მოესმინათ მათი გამოცდილების შესახებ და მიიღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის,  ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრომიმართულების მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესის წახალისებაა. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის  მიზნით  ბანკმა არაერთი  პროდუქტი შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მიზანიც ადგილობრივი მეწარმეებისთვის აგრო სფეროში ტექნოლოგიური გამოწვევების და თანამედროვე გადაწყვეტების გაცნობაა.  ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აგრო სექტორის მხარდაჭერას. “ - განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა

საქართველოს ბანკის აგრო ბროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022