ფინანსები
02/03/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თაროს სტუდენტური სეზონი იწყება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები

წიგნების თარო მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათია, რომელიც წიგნების თაროსთან ერთად ქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განათლებისთვის, განვითარებისთვის, აღმოჩენებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის გამარჯვებულები კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან სასწავლებლად.

სტუდენტურ სეზონზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და აპლიკაციების მიღების პროცესი 12 მარტს დასრულდება.

წიგნების თაროს პროექტში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა, ახალგაზრდებმა დააკომპლექტონ გუნდები და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.  

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს გუნდელების პოვნას, მას შეუძლია ვებგვერდის მეშვეობით იპოვოს თანაგუნდელები.

პროექტის ფარგლებში, ლიტერატურითა და შემეცნებითი სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, შეეჯიბრონ სხვა უნივერსიტეტების გუნდებს ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში, გაიმარჯვონ და გაემგზავრონ  კემბრიჯში სასწავლებლად. პროექტის ფარგლებში კემბრიჯს უკვე 19 სტუდენტი ეწვია.

საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ უფრო მეტი ცოდნა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი მომავალი.

წიგნების თაროსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში, ვფიქრობ, შევძელით, ერთი მხრივ, აღმოგვეჩინა გამორჩეული ახალგაზრდები, მეორე მხრივ კი შეგვექმნა მათთვის წინსვლის, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვისა და არგაჩერების შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო. 

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების  შექმნას ჰპირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023