ფინანსები
16/10/2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "სახლი 71" მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია "სახლი 71" მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 9.8 მილიონი აშშ დოლარია.

"სახლი 71" ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მიმდინარე პროექტი 10,000 კვადრატულ მეტრზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ერთ 16 სართულიან და ორ 23 სართულიან კორპუსს გააერთიანებს. ჯამში 600 ბინა აშენდება.

კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და პირველი ბლოკი 2023 წლის დეკემბერში, კომპლექსი სრულად კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ბინების გარდა, აპარტ ოტელის , საოფისე და კომერციული ფართების, საპარკინგე სივრცის, ასევე 3,000 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონის, სათამაშო მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობას ითვალისწინებს.


"საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. "სახლი 71" - თან პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას.

მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია", - აღნიშნა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022