ფინანსები
24/11/2021

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო "გალილეო" გაიხსნა

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხ სართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს. 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში.  პროექტის ჯამური ღირებულება - 1 500 000 ლარია, ხოლო ბანკის მხრიდან გაცემული ინვესტიცია კი 440 000 ლარს შეადგენს. თანხა სრულად მოხმარდა სასტუმროს მშენებლობის დასრულებას.

„მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა“- განაცხადა სასტუმრო  „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ.

„სასიამოვნოა როცა ხედავ, როგორ ფართოვდება და ძლიერდება ბიზნესი. სასტუმრო „გალილეო“ არათუ წარმატებით ოპერირებს, არამედ სამომავლო განვითარებას გეგმავს და ამისათვის უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვჯერა, რომ სწორედ ასეთ პერსპექტიულ ბიზნესებს შეუძლია მდგრადი პროექტების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის გაძლიერება. ჩვენ კი ვცდილობთ არ გავჩერდეთ რომ  ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით“,-განცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022