ფინანსები
10/07/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256 კვ.მ-ს შეადგენს. შენობას აქვს 400 კვ.მ კომერციული ფართი. კორპუსის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა.  პროექტის ჯამურმა მოცულობამ  1.74 მლნ დოლარი შეადგინა.   

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს სთავაზობს კეთილმოწყობილ ეზოსა და საბავშვო მოედანს, მიწისქვეშა ავდოსადგომს. 14 სართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის   კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. გრადა 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. ასევე, კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს.  კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო  80 ადამიანი. ვფიქრობთ, ბანკისა და გრადას თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი  ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომპანია გრადა მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.

Businesspartner