საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech სამიტი გაიმართება
საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის, StartUp Grind-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 24 ივნისს 10 საათზე Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება.
ღონისძიება GIFT-ის, Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფორუმის აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლას ეძღვნება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. მას 20 სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე საერთაშორისო დონის სპიკერი გაუძღვება.
სამიტზე ისეთი თემები იქნება განხილული, როგორიცაა: ღია და ინკლუზიური ფინანსები, გლობალური ფინტექ ეკოსისტემები და პოლიტიკის ჩარჩოები, ქალი ლიდერები ფინტექში და სხვა. წარმოდგენილ ორგანიზაციებს შორის კი იქნებიან: Citi, Standard Chartered Bank (SCB), DBS Bank, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების ფინტექ ასოციაციები. ასევე, ცენტრალური ბანკები, და გაეროს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და აზიის განვითარების ბანკის სააგენტოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
„ფინტექი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფინტექის ეკოსისტემის სხვადასხვა მოთამაშეებმა, იქნება ეს ბანკები, მსხვილი ტექნოლოგიური და აკადემიური წრეები თუ სხვა, მჭიდროდ ითანამშრომლონ. გლობალური პლატფორმის შექმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. GIFT-ის სამიტი დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს წამყვანი სპიკერებისგან მოისმინონ კიდევ უფრო სიღრმისეული და კომპლექსური ანალიზი აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით“, - აცხადებს ჯილ ებანოიძე, Global Impact FinTech-ის მმართველი დირექტორი.
ცნობისთვის, Global Impact FinTech (GIFT) Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური ფორუმია, რომელიც ეკოსისტემის ლიდერებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს.