ფინანსები
02/05/2023

“საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 5-7 მაისს ციფრული თამაშების ჰაკათონი Game Jam Georgia გაიმართება”

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool და Student Card-ი სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ციფრული თამაშების ჰაკათონის „Game Jam Georgia-ს“ მთავარი პარტნიორია.  

„Game Jam Georgia“ კომპიუტერული თამაშების დეველოპმენტით, დიზაინითა და ხმის დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც საქართველოში 5-7 მაისს გაიმართება.

ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდები იმუშავებენ გამოცდილ გეიმ დეველოპერებთან, გეიმ დიზაინერებთან და ხმის დიზაინერებთან ერთად, რათა ერთი თემის გარშემო შექმნან თამაშები, რომლებსაც ჟიურის წევრებს წარუდგენენ. საუკეთესო პროექტის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან - პირველი ადგილის მფლობელს 2000 ლარი, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს კი 1000 ლარი გადაეცემა.

ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ გეიმინგ დეველოპმენტის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს, რომლებიც მათ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და შთაგონებას გაუზიარებენ.

 „ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თამაშების დეველოპმენტი კი - მუდმივად მზარდი და განვითარებადი სფერო, რომელიც ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება. საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისათვის საჭირო უნარების განვითარებას და მათი ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მრავალ საგანმანათლებლო და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი კი „Game Jam Georgia” არის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჰაკათონი წარმოადგენს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო ძლიერი გეიმინგ დეველოპმენტის ქსელის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023